გადახდის საერთაშორის სისტემა PayPall-ი შეუერთდე იმ საერთაშორისო კომპანიების რიცხვს, რომლებმაც უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთში მუშაობა შეაჩერეს.
"ამჟამინდელი გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ ვაჩერებთ PayPal-ის სერვისებს რუსეთში", - თქვა კომპანიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დენ შულმანმა, რომელსაც სააგენტო Reuters-ი ციტირებს.
მისი თქმით, კომპანია "სოლიდარულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ უკრაინაში რუსეთის ძალადობრივი სამხედრო აგრესიის დაგმობაში".
კომპანიის განცხადებით, მუშაობის შეჩერებამდე, „გარკვეული დროის განმავლობაში“ რუს მომხარებლებს საშუალება ექნებათ, თავიანთი ანგარიშებიდან თანხა გაიტანონ.
მანამდე, 2 მარტიდან რუსეთის ტერიტორიაზე შეწყდა ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია.