უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ომის დაწყებიდან დღემდე რუსული ჯარების დანაკარგების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა.
24 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დაკარგა:
პირადი შემადგენლობის 10 ათასზე მეტი წევრი;
269 ტანკი;
945 საბრძოლო ჯავშანმანქანა;
105 ერთეული საარტილერიო სისტემა;
50 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა;
39 ერთეული თვითმფრინავი;
409 ერთეული საავტომობილო ტექნიკა;
40 - ვერტმფრენი;
2 ერთეული მსუბუქი ჩქაროსნული რაკეტა;
60 საწვავის ავზი;
3 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი;
გენშტაბის ცნობით, მონაცემები ზუსტდება რადგან სტატისტიკის წარმოებას ხელს უშლის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები.