რუსეთის მოქალაქეების ე.წ. მასობრივი შემოსვლა ეს იმ დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც მთავრობის წინააღმდეგაა მიმართული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, კითხვის ნიშანს აჩენს ის საკითხი, თუ რატომ ხდება ასეთი ინფორმაციის გავრცელება.
„არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს. ყველას შევახსენებ, რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია ისევ რუსეთის მხრიდან. ლარსის საზღვარზე გადმოდის მხოლოდ ტვირთი და არ არის კერძო მიმოსვლა. რაც შეეხება მთლიანად ამ თემას, ესეც გახლავთ ნაწილი დეზინფორმაციული კამპანიისა იმისთვის, რომ შფოთი შემოვიდეს საზოგადოებაში, არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის როლი და მოვუწოდებ მათ, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავრცელდეს და არ მოხდეს სიტუაციის დრამატიზება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.