უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების დეტალებზე საუბრობს.
არესტოვიჩის თქმით, რუსეთი თანდათანობით ამცირებს მოთხოვნებს.
"მათ შეწყვიტეს ლაპარაკი დენაციფიკაციაზე და ა.შ. უბლოკო სტატუსზეც არ გაუმახვილებიათ ყურადღება. საუბარი იყო უკრაინაში სხავდახვა სახეობის შეტევითი იარაღის განუთავსებლობაზე", - თქვა არესტოვიჩმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მოთხოვნების შემცირება იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთს ესმის, რომ დასახული პოლიტიკური მიზნების მიღწევას სამხედრო გზით ვერ ახერხებს.
არესტოვიჩმა ილაპარაკა ერთადერთ შეთანხმებაზე, რომლის მიღწევაც გუშინდელი მოლაპარაკების შედეგად მოხერხდა.
"შედგა თეორიული შეთანხმება, ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და ჰუმანიტარული დერეფნების შექმნაზე ქალაქებში, რომლებიც რუსეთის არმიის მხრიდან მასირებული იერიშის ქვეშ არიან", - განაცხადა არესტოვიჩმა.
როგორც ცნობილია, რუსეთს მოლაპარაკებებზე უკრაინის მიმართ შემდეგი მოთხოვნები ჰქონდა: უკრაინის უბლოკო სტატუსი, რომელიც გამყარებული იქნება რეფერენდუმით პარლამენტის დონეზე;
უკრაინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების აღიარება;
"დენაციფიკაცია";