არასამთვრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდი" ფონდ "ღია საზოგადოეობა -საქართველოს" მხარდაჭერით ახორცილებს პროექტს "მოხალისეობა - გზა ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ". პროექტი იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისათვისაა განკუთვნილი.
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, სამუშაო გამოცდილების შეძენა.
პროექტის ფარგლებში პროექტის მონაწილეთა მიერ დაწესდება "მოხალისეთა დღეები".
ასევე, პროექტის მონაწილეები ესტუმრებიან ორგანიზაციას "კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ". კავშირი 4-მდე ფიზიკური და გონებრივი შეფერხების მქონე მოზრდილს ემსახურება.
პროექტის მონაწილეები "სოციალური თერაპიის სახლში" დაასუფთავებენ ბაღს, მიეხმარებიან ადგილობრივ თანამშრომლებს სახელოსნოების დალაგებაში; მთელ დღეს გაატარებენ სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარებთან და აქტიურად ჩაერთვებიან მათ საქმიანობებში.