პუტინი საკუთარ სემანტიკურ ხაფანგში მოხვდა. მას ჰქონდა იდეოლოგიური ლოგორეა იმის შესახებ, რომ უკრაინა რუსეთია, მაგრამ როდესაც საშუალო რუსი ხედავს, რომ მისი ქვეყანა ბომბავს მათ, ვისაც თავისიანად მიიჩნევს, პუტინის საფუძველი სუსტდება, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი L'Express-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, არაფერი არ მიდის ისე, როგორც მას ჰქონდა გათვლილი.
„ჩვენ წარსულში უკვე გვინახავს საპროტესტო აქციები სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში, მაგრამ არასოდეს გვინახავს რუსეთის ამდენ ქალაქში. პუტინი საკუთარ სემანტიკურ ხაფანგში მოხვდა“, - თქვა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ახლა პუტინის გარემოცვაში ძალთა ბალანსის სწორად შეფასების უუნარობაა.
„სანქციები მოიმატებს, მათ შორის თავის თავში ძალიან ჩაკეტილ ამ ძალაზე. ცოტა ქვეყანას შეუძლია გაუძლოს ამგვარ ზომებს. მე ვნახე მათი გავლენა ირანზე [სალომე ზურაბიშვილი იყო გაეროს უშიშროების საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის კოორდინატორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ირანის წინააღმდეგ სანქციებზე, რედაქტორის შენიშვნა]. რას გაუკეთებს ვლადიმერ პუტინი თავის ვალუტას, თუ მათ ვეღარ გაცვლის? და სამხედრო ძალისხმევა მას ძვირად დაუჯდება“, - თქვა ზურაბიშვილმა.