აღსნიშნავია, რომ მსოფლიოში ცნობილი ტენორის პლასიდო დომინგოს კონცერტის გამო მიმდინარე კვირას პარლამენტში მხოლოდ ერთი პლენარული სხდომა ჩატარდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ბათუმში პლასიდო დომინგოს კონცერტზე პარლამენტარების უმრავლესობა გეგმავს ჩასვლას. ეს კონცერტი მართლაც დიდი კულტურული ღონისძიება, ამიტომ პარასკევის სესიაზე კვორუმი მაინც არ იქნება და ამიტომ ამ კვირაში მხოლოდ ერთი პლენარული სხდომა გაიმართება", - აღნიშნა ბაქრაძემ და დასძინა, რომ მიმდინარე კვირაში არ არის ისეთი კანონპროექტები, რომელთა საჩქარო მიღება აუცილებელია. მსოფლიოში ცნობილი ტენორი პლასიდო დომინგო 25 ნომებერს ბათუმში, პიაცას მოედანზე იმღერებს.