ვისაც სჯერა, რომ რუსეთი ვერ გაბედავს ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმას, უნდა ახსოვდეს, რომ მათ ასევე არ სჯეროდათ კრემლის გეგმების უკრაინასთან პირდაპირი ომის დაწყების შესახებ, მაგრამ ყველა შეცდა, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას განაცხადა.
მან პარტნიორებს მოუწოდებს, დახურონ უკრაინის საჰაერო სივრცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მიერ მოკლული უკრაინელების სისხლი მათ კისერზე იქნება.
კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის თემა უკიდურესად აქტუალურია და არსებობს სხვადასხვა სცენარი – მაგალითად, შესაძლებელია არა მთელი საჰაერო სივრცის, არამედ მისი ნაწილის დახურვა, ან არ დაიხუროს საჰაერო სივრცე, მაგრამ უზრუნველყონ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო თვითმფრინავების და ანტისაჰაერო თავდაცვის
„ყველამ უნდა გაიგოს და ნათლად ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებს: „მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ… მაგრამ ახლა არის კონკრეტული საფრთხე, რომ ჩვენს მოქალაქეებს დახოცავენ ჰაერიდან… ამიტომ, თუ თქვენ არ გადადგამთ რადიკალურ ნაბიჯებს უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მაშინ ჩვენი დაღუპული მოქალაქეების სისხლი თქვენს კისერზე იქნება. თქვენი თავშეკავება და შემდგომი ნაბიჯების არგადადგმის სურვილი რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, დაუსჯელად განაგრძოს მკვლელობები“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.