გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი ლიეტუვაში იმყოფება, სადაც შეხვედრას მართავს ნატოელ მოკავშირეებთან.
ლიზ ტრასის განცხადებით, რუსული აგრესიის აღკვეთა აუცილებელია არამხოლოდ უკრაინის თავისუფლებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის.
ლიზ ტრასმა დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას, განაცხადა, რომ საჭიროა კიდევ უფრო შორს წასვლა.
"ყველა რუსული ბანკი უნდა მოვკვეთოთ SWIFT-ის სისტემიდან და მინიმუმამდე დავიყვანოთ რუსეთის ნავთობსა და გაზზე ჩვენი დამოკიდებულება", - თქვა ტრასმა.
მისი თქმით, საჭიროა რუსეთის ეკონომიკის დეგრადაცია.
"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის ეკონომიკა განადგურებულია და მას აღარ ძალუძს პუტინისა და მისი ომის მანქანის დაფინანსება", - დასძინა მან.
ლიზ ტრასის განცხადებით, ლონდონი განაგრძობს შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ქვეყნებთან მუშაობას, რათა რუსეთი კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოექცეს.