უკრაინის საპორტო ქალაქი ხერსონი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს. ინფორმაციას BBC ქალაქის მერზე იგორ კოლოხაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხერსონი, სადაც 280 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, პირველი მსხვილი ქალაქია, რომელიც ოკუპანტებმა აიღეს.
როგორც კოლიხაევი იტყობინება, რუსი ოკუპანტები ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შევიდნენ და 06:00 -დან 20:00 საათამდე კომენდანტის საათი დააწესეს.
მერის თქმით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები არ ყოფილა.
"ეს არ იყო მოლაპარაკებები ან რამე მსგავსი, როგორც გავრცელდა ჭორები... ჩვენ უდიდესი სირთულეები გვაქვს ცხედრების მოგროვებასა და დამარხვის, პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგების, ნაგვის გატანასა და ზიანის აღმოფხვრასთან დაკავშირებით", - წერს კოლიხაევი ფეისბუქზე.
როგორც მერი აღნიშნავს, ქალაქი რჩება უკრაინის დროშ ქვეშ და "მწვანე დერეფნის" გახსნას ითხოვს.
"მე მოვედი იმისთვის, რომ განმეახლებინა ინფრასტრუქტურა, შემომეტანა ხერსონში ინვესტიციები, ამეშენებინა სახლები, გზები, პარკები და ახალი სიცოცხლე მშობლიური ქალაქისთვის. თუმცა ახლა ვეძებ სპეციალურ პაკეტებს გარდაცვლილებისთვის, მთელი მსოფლიოს გასაგონად ვითხოვ "მწვანე დერეფანს" და ვფიქრობ, როგორ აღვადგინო ქალაქი ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების შემდეგ",- წერს კოლიხაევი.
ოკუპანტები ხერსონში