უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან ქვეყანა მილიონმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი ტვიტერზე წერს.
"სულ რაღაც შვიდ დღეში, უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში ერთი მილიონი ლტოლვილის გადასვლის მოწმე გავხდით", - წერს გრანდი.
როგორც გრანდი აღნიშნავს, ლტოლვილები მეზობელ ქვეყნებში გადადიან.
"უკრაინაში დარჩენილი კიდევ მრავალი მილიონი ადამიანისთვის, დროა იარაღი დადუმდეს, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იყოს შესაძლებელი", - წერს გრანდი.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ( UNHCR) ცნობით, უკრაინელთა უმეტესობამ მეზობელ ქვეყნებში იპოვა თავშესაფარი, დიდი ნაწილი შევიდა პოლონეთში, უნგრეთში, მოლდოვაში და სლოვაკეთში.
პოლონეთი - 505 582
უნგრეთი - 139 686
მოლდოვა - 97 827
სლოვაკეთი - 72 200
რუმინეთი - 51 261
რუსეთი - 47 800
ბელარუსი - 357
UNHCR-ის განცხადებით, კიდევ 88 147 ადამიანი გაიქცა ევროპის სხვა ქვეყნებში.