შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, უკრაინის მხარდაჭერის ძალისხმევის ფარგლებში, ევროპულ ტურნეს გამართავს. ამის შესახებ ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბლინკენის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ის ეწვევა ბრიუსელს, პოლონეთს, მოლდოვას, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს.
"რათა ნატოს მოკავშირეებსა და ევროპელ პარტნიორებთან განვიხილო რუსეთის შეჭრა უკრაინაში", - თქვა ბლინკენმა.
ბლინკენის ევროპული ტურნე 3 მარტიდან დაიწყება 8 მარტამდე გასტანს.