კიევში, რკინიგზის სადგურის სიახლოვეს მძლავრი აფეთქება მოხდა. იუწყება ტელეარხი Sky News-ი.
როგორც გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება, იმ ადგილის ახლოს, საიდანაც აფეთქების ხმა გაისმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შენობა მდებარეობს.
მედიის ცნობით, ამ ინფორმაციის კვალდაკვალ, კიევში დაბომბვის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მოსახლეობას განცხადებით მიმართავს.
მაკრონის თქმით, კიევს რუსული ძალები ბომბავენ.
მან მოუწოდა საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, რაც შეიძლება მალე დატოვონ უკრაინა.