დღეს, 24 ნოემბერს, 12:30 საათზე, საჯარო სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით დაგეგმილია საჯარო სამსახურის ბიუროსა და ბრიტანელი ექსპერტების სამუშაო შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.
ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში მიმდინარე პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში რეფორმის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია არსებული საკანონმდებლო ბაზისა და საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხების ანალიზი სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით.
ბრიტანელი ექსპერტები საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს მთავრობას გაუზიარებენ მათი ქვეყნის რევევანტურ გამოცდილებას. აღნიშნული რეფორმის განხორციელების პროცესში იკვეთება სხვადასხვა ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ხასიათის საკითხები, რომელთა დარეგულირებაც საჭიროებს ქვეყნის საჯარო სექტორის რეფორმის კონტექსტში განხილვას, სამთავრობო დონეზე კოორდინაციასა და შეთანხმებას.
აღნიშნულ თემაზე საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ირაკლი კოტეტიშვილი შეხვედრას მთავრობის კანცელარიის შენობაში გამარტავს.