5 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სსაქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის გადაწყვეტილება უკვე აცნობა.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აცნობა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგეს 2022 წლის 5 მარტს", - იტყობინება რეზიდენტის ადმინისტრაციის პრესამსახური.