უკრაინა რუს ტყვეებს გაათავისუფლებს, თუ დედები მათ წასაყვანად კიევში ჩავლენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრო ინსტრუქციებს ავრცელებს, თუ როგორ უნდა გაარკვიონ რუსმა დედებმა მათი შვილების შესახებ ინფორმაცია და როგორ ჩააღწიონ კიევში.
"ჩვენ, უკრაინელები, პუტინის ფაშისტებისაგან განსხვავებით, დედებსა და მათ დატყვევებულ შვილებს არ ვებრძვით, გელოდებით კიევში!", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, უკრაინაში შექმნილი ცხელი ხაზი "დაბრუნდი ცოცხალი უკრაინიდან", სადაც დარეკვის შემთხვევაში, რუსი სამხედროების ოჯახებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, ცოცხლები არიან თუ ტყვეობაში მათი ოჯახის წევრები.