უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, სამშობლოს ღალატისთვის გასამართლებული, კრემლის ემისარი ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში იმყოფება. უკრაინული მედია დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს.
აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ცდილობენ ის უკრაინის "პრეზიდენტად" გამოაცხადონ.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ გავცელებული ინფორმაცია მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლი უკრაინაში იანუკოვიჩის დაბრუნების საინფორმაციო ოპერაციას, ან უახლოეს ხანებში უკრაინელი ხალხისადმი მისი მიმართვის გავრცელებას ამზადებს.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ იანვარში, ბრიტანული დაზვერვა იტყობინებოდა, რომ კრემლს უკრაინაში პრორუსი მმართველის დანიშვნა აქვს განზრახული.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კრემლი უკრაინაში მარიონეტული მთავრობის მეთაურად, უმაღლესი რადის ყოფილ დეპუტატს, პროპაგანდისტული ტელერახ "ნაშის" მფლობელ ევჰენ მურაევს განიხილავდა.