უკრაინის საჰაეროს ძალები სარდლობის განცხადებით, ღამით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის ოლქში ორი რუსული გამანადგურებელი Су-35 ჩამოაგდო.
მათივე ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ ამ ბრძოლაში МиГ-29-ის ტიპის მოიერიშე დაკარგა. მისი პილოტის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.
"საჰაერო ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უკრაინის ცა გაასუფთავონ მტრის თვითმფრინავებისგან", - აცხადებს სარდლობა.
რუსულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.