დღეს, 24 ნოემბერს, ნაძალადევის რაიონის ქუჩებს წყლის მიწოდება შეეზღუდება. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზი ნაძალადევის რაიონში, ლომთათიძის ქუჩაზე გამავალ წყალსადენის ქსელზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოა.
11:00-იდან 24:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, ზესტაფონის, ღრმაღელის, მექანიზაციის, ცისარტყელას, მრევლიშვილის, ლომთათიძის, ერწოს, ხევისუბნის, არალეთის, ახალდაბის, კვერნაულისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, გურამიშვილის გამზირს, სანზონამდე.