უკრაინული მედია იუწყება, რომ ქალაქ ხერსონში რუსეთის საოკუპაციო ძალები შევიდნენ.
გავრცელებული ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს ქალაქი რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი. ქალაქის მერის იგორ კოლიხაევის თქმით, გასული ღამის განმვალობაში ხესრონში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.
ამასთან, იგორ კოლიხაევი უკრაინის პრეზიდენტს "მწვანე დერეფნის" გახსნას სთხოვს, ქალაქიდან ცხედრების გასატანად და ხერსონში პროდუქტების შესატანად. კოლიხაევი აცხადებს, რომ გარდაცვლილები და დაშავებულები არიან როგორც სამხედროებს, ისე მშვიდობიან მოსახლოებას შორის. მისივე თქმით, ქალაქში ასობით ცხედარია.
თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ სრული კონტროლი დაამყარა ქალაქ ხერსონზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ "რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა სრული კონტროლი აიღეს ოლქის ცენტრ ხერსონზე".
"სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის სასიცოცხლო საშუალებები და ურბანული ტრანსპორტი ყოველდღიურად ფუნქციონირებს. ქალაქი არ განიცდის სურსათისა და აუცილებელი საქონლის დეფიციტს", - ამტკიცებს კონაშენკოვი.