არ ვიცი რატომ გააკეთა ეს განცხადება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დღეს ასეთ განცხადებას რაიმე აზრი აქვს - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, France 24-ის ეთერში, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტმა ზურაბიშვილს შეახსენა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდებოდა.
"პირველ რიგში, არ ვიცი რატომ გააკეთა მან ეს განცხადება. ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. და არ ვარ დარწმუნებული, თუ რა სახის სანქციების დაწესება შეგვიძლია, რაც რეალურად შეძლებს გავლენის მოხდენას. არ მგონია, რომ დღეს ასეთი განცხადების გაკეთებას აზრი ჰქონდეს. გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთ განცხადებას მე არ გავაკეთებდი.
რაც მნიშვნელოვანია და რასაც ყველა ელოდება ჩვენგან, საქართველოსგან, არის სოლიდარობა, ღია სოლიდარობა. ამიტომაც ჩამოვედი აქ, რათა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირება მომეხდინა. საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავისი მხარდაჭერა ძალიან მკაფიოდ. ეს არის ის გზავნილი, რისი ჩამოტანაც მინდოდა აქ, საფრანგეთში, რომ ჩვენი სრულად სოლიდარებულები ვართ უკრაინის მიმართ", - თქვა ზურაბიშვილმა.