აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრის ჯიმ რიშის განცხადებით, შეშინებული და იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ დაუჭერს უკრაინას.
"14 წლის წინ, როცა რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მსოფლიო ჩვენს მეგობრებთან ერთად იდგა თბილისში. ახლა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შეშინებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ დაუჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ, ის გამბედაობა იპოვონ, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს", - წერს ჯიმ რიში.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ საქართველოდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია.
"დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.