საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც უწყება განმარტავს, თუ რა სახის მხარდაჭერა გამოხატა ქვეყანამ უკრაინის მიმართ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში უკრაინის მხარდამჭერ ერთ-ერთ ნაბიჯად ორბელიანების სასახლეზე უკრაინის დროშის გადმოფენაა დასახელებული.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მხარდაჭერა არა დროშების გადმოფენაში, არამედ მის განცხადებებში გამოიხატება.
"საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება", - წერს სალომე ზურაბიშვილი.