უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახურის განცხადებით, კიევის სატელევიზიო ანძაზე რუსული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. იუწყება BBC.
მანამდე, თავდასხმის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.
გავრცელდა ასევე თავდასხმის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.
Unian-ის ცნობით, ჭურვი სატელევიზიო ანძაზე მაუწყებლის საკონტროლო ოთახში მოხვდა. დროებითი პრობლემებია ტელემაუწყებლობასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში ჩაირთვება სარეზერვო მაუწყებლობა.