საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დღეს აქცია დაანონსდა.
"ქართული ოცნების პრემიერ ღარიბაშვილის ნაბიჯებმა გამოიწვია ჩვენი უახლოესი მეგობარი ქვეყნის უკრაინის ელჩის გაწვევა. ღარიბაშვილის პრემიერობის ყოველი დღე ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, ამიტომ იგი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. 19:00 საათზე ყველა რუსთაველზე", - აცხადებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
ცოტა ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.