ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში ცხადჰყოფს, რომ ქართველი ხალხი და მმართველი საპარლამენტო უმრავლესობა დღეს ისტორიის სხვადასხვა მხარეს დგანან, - ამის შესახებ "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერმა, დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
“ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი არის არალეგიტიმური - ის 2020 წელს შეიქმნა უპრეცედენტო გაყალბების მეშვეობით და აბსოლუტურად არ ასახავს ჩვენი ხალხის ნებას და გაწყობებს. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ბოლო პოლიტიკური მოვლენების მიმდინარეობა პარლამენტის დარბაზში და თბილისის ქუჩებში.
მიმაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. ის უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გაყალბების გარეშე და შედეგად, ვალდებულნი ვართ, მივიღოთ გაერთიანებული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი (უმრავლესობა, ოპოზიცია), ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევების დასაძლევად! “, - ამბობს კახა ოქრიაშვილი .