მაგრამ ბატონო თავმჯდომარე, იქნებ, ამ სუპერ დაპირისპირების და მისი გაღვივების ფონის ნაცვლად, ჩვენ ახლა ერთობლივ საპარლამენტო დელეგაციაზე ვფიქრობდეთ, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, დავით უსუფაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზეც ისაუბრა.
„სიტყვები ძალიან კარგია, გასაგებია, მაგრამ ბატონო თავმჯდომარე, იქნებ, ამ სუპერ დაპირისპირების და მისი გაღვივების ფონის ნაცვლად, ჩვენ ახლა ერთობლივ საპარლამენტო დელეგაციაზე ვფიქრობდეთ, სადაც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთად ჩავალთ ბრიუსელში, იქ ვიქნებით. ამ წუთში ჩვენი საკითხის განხილვას არავინ აპირებს, მაგრამ ფიზიკურად იქ ვიქნებით, რომ პრეზიდენტისთვის აქედან მიგვემართა პარლამენტის საერთო რეზოლუციით, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ჩვენი უპირობო მხარდაჭერა ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულების მცდელობაში. ამ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ, რადგან მართლა უბედური ვითარებაა, მაგრამ ამ ვითარებას ახლავს შანსები და ეს შანსები მხოლოდ ერთად ყოფნით იქნება გამოყენებული და არა ერთმანეთზე აყოლით, შეჯიბრით, ვინ უფრო მაგრად შეიგინება “, – განაცხადა უსუფაშვილმა.