"პარტიული ჭუჭრუტანიდან ნუ უყურებთ ერთმანეთს და ამ ქვეყანას. მოგიწოდებთ და გთხოვთ, ადამიანურადაც, სახელმწიფოებრივადაც, ეროვნულადაც, გადადგით ეს ნაბიჯი. გადმოდგით ნაბიჯი ქვეყნისთვის და ჩვენი უკრაინელი ძმებისთვის, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვისაც იხოცებიან იქ. მოიწვიეთ გინდა გაფართოებული სხდომა დაარქვით და გინდა უშიშროების სხდომა. დაუძახეთ ყველა აქ წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფს თუ ფრაქციას, დავდგეთ ერთად, გავიაზროთ სად ვართ და ერთად მოვიფიქროთ",-ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის - „მოქალაქეები" თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ხალხს უნდა გაიგოს ჩვენგან მანდატი რომ მოგვცეს და ხელფასს რომ გვიხდიან, რა ელის ჩვენს ქვეყანას და ამ ბეწვის ხიდზე რომ გავდივართ რა ხდება. ამაზე ვილაპარაკოთ. ვაჩვენოთ მთელ ქვეყანას, კრიზის დროს ერთ მუშტად რომ შეგვიძია შეკვრა, ერთხელ მაინც ჩვენი ქვეყნის სამიათასი წლის არსებობის მანძილზე. მტერს გული გავუხეთქოთ და გავუხაროთ უკრაინელებს გული. თუ რამე უხარია რუსეთს, ახლა აქ რაც ხდება ამის ყურებაა. როგორ ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. კი, გინება ვიცით ყველამ და ჩხუბიც და დავერიოთ ერთმანეთს? ეს ენერგია და ეს სულისკვეთება იმათთვის შემოვინახოთ. პარტიული ჭუჭრუტანიდან ნუ უყურებთ ერთმანეთს და ამ ქვეყანას. მოგიწოდებთ და გთხოვთ, ადამიანურადაც, სახელმწიფოებრივადაც, ეროვნულადაც, გადადგით ეს ნაბიჯი. გადმოდგით ნაბიჯი ქვეყნისთვის და ჩვენი უკრაინელი ძმებისთვის, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვისაც იხოცებიან იქ",-განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.