აგრესორი რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის არმია გააგრძელებს უკრაინაში ოპერაციას დასახული მიზნების მიღწევამდე. იტყობინება სააგენტო "ტასი".
"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება გააგრძელებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებას დასახული მიზნების მიღწევამდე", - განაცხადა შოიგუმ დღეს გამართულ კონფერენციაზე.
მისი განცხადებით, დასავლეთის სამხედრო საფრთხისგან რუსეთის დაცვა უკრაინაში სპეცოპერაციის მთავარი ამოცანაა.
"ჩვენთვის მთავარია დავიცვათ რუსეთის ფედერაცია დასავლეთის ქვეყნების სამხედრო საფრთხისგან, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ უკრაინელი ხალხი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა მან.