უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1 მარტის მდგომარეობით, რუსეთმა 5 700-ზე მეტი სამხედრო დაკარგა, განადგურებულია 800-ზე მეტი საბრძოლო მანქანა, 200 ტანკი და უამრავი სამხედრო ტექნიკა. 200 ოუპანტი ტყვედ არის აყვანილი.
24 თებერვლიდან 1 მარტამდე არსებული მდგომარეობით მტრის დანაკარგები შეადგენს:
დაღუპულია პირადი შემადგენლობის 5 710 სამხედრო;
დატყვევებულია 200 ჯარისკაცი;
განადგურებული და დაზიანებულია:
29 თვითმფრინავი;
29 ვერტმფრენი;
846 საბრძოლო ჯავშანმანქანა;
77 საარტილერიო სისტემა;
24 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა;
60 საწვავის ავზი;
ოპერატიული ტაქტიკური დონის 3 უპილოტო საფრენი აპარატი;
2 კატერი;
305 საავტომობილო ტექნიკა;
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მონაცემები ზუსტდება, რადგან მტრის დანაკრგების აღრიცხვას ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.