თქვენ ხართ მოგზავნილი მეხუთე კოლონა, რომელიც ყოველთვის მზად ხართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იმოქმედოთ, ეს არის თქვენი რეალური სახე თქვენ ხართ მოგზავნილი მეხუთე კოლონა, რომელიც ყოველთვის მზად ხართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იმოქმედოთ, ეს არის თქვენი რეალური სახე - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ნაცმოძრაობის დეპუტატს რომან გოცირიძეს პარლამენტის იურიდიული, საფინანსო-საბიუჯეტო და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
ანრი ოხანაშვილმა რომან გოცირიძეს ჰკითხა, იცნობს თუ არა სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას, რომელიც ოკუპანტის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვებაა და სადაც 95 ჯერ არის ნახსენები სიტყვა ოკუპაცია.
„თქვენ თუ იცნობთ სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული? თქვენ როგორც პოლიტიკოსი, როდესაც ასე ომახიანად, გულზე მჯიღის ცემით აქ შემოხვედით და ახლა მაღალ მატერიებზე გვესაუბრებით, წესით უნდა იცნობდეთ ამ გადაწყვეტილებას. ხომ არ იცით შემთხვევით, რა გადაწყვეტილებაა ეს? რატომ ღელავთ, რამეს შეურაცხყოფას გეუბნებით? ეს არის სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება ოკუპანტის წინააღმდეგ, სადაც 95 ჯერ არის ნახსენები სიტყვა ოკუპაცია. არ არსებობდა მანამდე საერთაშორისო დონის სამართლებრივი დოკუმენტი, რომ არა ჩვენი ხელისუფლება და „ქართული ოცნების“ გუნდის ძალისხმევა, ეს შედეგი დადგებოდა თუ არა, არ ვიცით. სწორედ ეს არის მთავარი. ახლა თქვენ რომ აქ მოდიხართ და პატრიოტობაზე გვესაუბრებით, საქმე საქმეზე რომ მიდგება ვინ უფრო მეტი პატრიოტია იქ საქმე გამოაჩენს. მე ხომ არ გეჯიბრებით ამაში, მე მინდა დავუშვა, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის პატრიოტი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პასუხად რომან გოცირიძემ ოხანაშვილს განუცხადა, რომ უფლება არ აქვს 21 წლის რაღაცეებზე ილაპარაკოს.
„ეს თუ 21 წლის რაღაცაა, თქვენ ხართ მოგზავნილი მეხუთე კოლონა, რომელიც ყოველთვის მზად ხართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იმოქმედოთ. 21 წლის რაღაცაა ეს გამარჯვება სტრასბურგში? ასე აგდებით რომ ლაპარაკობთ იმ ასობით მტკიცებულებაზე? თქვენი სახე არის მეხუთე კოლონა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.