8 ქვეყანა უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს, - ამის შესახებ ნათქვამია წევრი ქვექყენბის ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა, სლოვაკეთისა და სლოვენიის ლიდერები.
მათი განცხადებით, უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ევროკავშირში გაწევრიანების საშუალება, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.