ფიფამ და ეუფამ რუსეთის ნაკრები და კლუბები უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო საერთაშორისო ტურნირებიდან მოხსნეს. ამრიგად, რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩებში ვეღარ ითამაშებს და შესაბამისად ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.
"ფეხბურთი სრულად სოლიდარულია უკრაინაში ყველა დაზარალებულის მიმართ და იზიარებს საერთო მწუხარებას. საფეხბურთო სამყაროს წარმოადგენლები იმედოვნებენ, რომ უახლოეს ხანებში ვითარება უკრაინაში გაუმჯობესდება, რათა ფეხბურთი კვლავ გახდეს ერთიანობისა და მშვიდობის ვექტორი ადამიანებს შორის", - ნათქვამია ორგანიზაციების განცახდებაში.
გარდა ამისა, უეფა წყვეტს სასპონსორო თანამშრომლობას რუსულ კომპანია "გაზპრომთან". სასპონსორო ხელშეკრულების ღირებულება 40 მილიონი დოლარი იყო და მას 2024 წლამდე უნდა ემოქმედა.
მანამდე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს მიმართა რეკომენდაციით, შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ მისცენ რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს