ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანებას. ამის შესახებ უკრაინული მედია გამოცემა Novinky-ზე დაყრდნობით იტყობინება.
ფიალას თქმით, აუცილებელია ყველასთვის გასაგები იყოს, რომ ევროპის დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოება უკრაინის მიღებას მიესალმება.
"იმის მიუხედავად, რომ სტანდარტული პროცედურების მომხრე ვარ, ჩვენ ახლა სტანდარტულ მდგომარეობაში არ ვიმყოფებით", - განაცხადა ფიალამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.
მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან სადაც, მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს.
ამასთან, "ევრონიუსთან" ინტერვიუში ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინა "ერთ-ერთი ჩვენგანია და გვინდა, რომ ევროკავშირში იყოს".