საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც იუწყებიან, საუბარი, რომელიც პარიზის ინიციატივით გაიმართა, საათნახევარი გაგრძელდა.
ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს მშვიდობიანი მოსახლეობისა და დასახლებების წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტა, უკრაინის ძირითადი გზების, მათ შორის კიევიდან სამხრეთით გზის, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამოქალაქო ინფრატრუქტურის შენარჩუნება სთხოვა.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში ვითარების სწრაფი დარეგულირება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
კრემლის ცნობით, პუტინმა მაკრონთან საუბარში სამი პირობის დაკმაყოფილება მოითხოვა: ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება, უკრაინის სახელმწიფოს "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაცია" და უკრაინის ნეიტრალური სტატუსი.
რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. დასავლეთმა აგრესიული შეჭრის საპასუხოდ, რუსეთს უმკაცრესი სანქციები დაუწესა.
რუსეთმა უკრაინის კუთვნილის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს მოახდინა.