რუსი სამხედროები დეზორგანიზებული არიან და კრემლის გეგმები ვერ სრულდება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება „ტვიტერზე“ წერს.
„რუსული ჯარების დიდი ნაწილი კიევის ჩრდილოეთით, 30 კილომეტრშია განლაგებული. შეტევა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს. რუსეთის ფედერაციის შეჭრის პირველი დღის მთავარი მიზანი – „ჰოსტომელის“ აეროდრომის აღება, მიუღწეველი დარჩა.
ჩერნიგოვი და ხარკოვი ასევე რჩება უკრაინის კონტროლქვეშ, იმის მიუხედავად, რომ მტერი მათ ხელში ჩაგდებას ცდილობს.
ლოგისტიკური წარუმატებლობები და შეუპოვარი უკრაინული წინააღმდეგობა რუსეთის წინსვლას კვლავ აფერხებს.
რუსეთის მოსახლეობისგან კონფლიქტის დეტალების დამალვის მცდელობების მიუხედავად, კრემლი იძულებული გახდა, პირველად ეღიარებინა დანაკარგები“, – წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება.