"ქართული ოცნების" პოლიტიკა რუსულ გზავნილებს ყოველთვის ემთხვეოდა, მაგრამ იმას რასაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ადასტურებს, რომ არის რუსეთის გავლენის აგენტი საქართველოში", - აცხადებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. მისი განმარტებით, ის ზუსტად იმისთვის მუშაობს, რომ საქართველო დასავლეთს დააცილოს.
"მაშინ როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი დაჩქარებული წესით უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას აპირებს, რასაც ევროკავშირი ძალიან მალე განიხილავს, ჩვენ საქართველოს პრემიერ - მინისტრად რუსეთის გავლენის აგენტი გვყავს.
ღარიბაშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა წავიდეს, რადგან მისი საქმიანობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ძირგამომთხრელია.
როდესაც ჩვენი უკრაინელი მეგობრები 2008 წლის ომს იყენებენ იმისთვის, რათა მთელს მსოფლიოს აჩვენონ, რომ ეს ის აგრესიაა, რაც საქართველოში დაიწყო და შემდეგ უკრაინაში გაგრძელდა, საქართველოს პრემიერი რუსულ გზავნილებს იმეორებს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.