ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენს ქვეყანას არცხვენს, - აცხადებს პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.
მისი თქმით, მას უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი და დღეს, 19:00 საათზე, "პარლამენტის წინ უნდა ვთქვათ, რომ ის არ უნდა იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი".
"მაშინ, როდესაც უკრაინელი გმირები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სახელმწიფოს და ებრძვიან რუსულ იმპერიას, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო, ცივილიზებული სამყარო არის გაერთიანებული რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და მაშინ, როდესაც თავისუფლების იდეა დღეს ამარცხებს კრემლის ბოროტების იდეას და ეს მთელი ბრძოლა გადის ერთიანობის და ეროვნული თანხმობის ხაზზე, ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენთვის შეურაცხმყოფელი, სამარცხვინო ადამიანის განცხადება, რომელსაც დღეს ეწოდება პრემიერ-მინისტრი.
ჩვენ მოვისმინეთ რუსული განცხადება, სადაც პრემიერ-მინისტრი იტყუება, რომ რუსეთს ვერაფერი გააჩერებს. მთელი მსოფლიო არის აღფრთოვანებული უკრაინის პრინციპული მებრძოლი შემართებით, რომელმაც უკვე დაამარცხა რუსული იმპერია, იმიტომ, რომ ვერ შეძლო უკრაინის აღება. ბოროტების იმპერია ვერ ამარცხებს ეროვნულ თანხმობაზე დაფუძნებულ ამ ბრძოლისუნარიან ხალხს და ამ დროს ერთადერთს, რასაც ჩვენ ვისმენთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, ეს არის ღვარძლი, ზიზღი, დანაწევრება და რუსული ტყუილები. ის, რომ სანქციები არის არაეფექტური - ეს არის რუსული ტყუილი, ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი - ეს არის რუსული ტყუილი, ის, რომ უკრაინა ვერ მოიგებს - ეს არის რუსული ტყუილი. მაშინ, როდესაც ხალხი ომის დაწყების პირველი წუთიდან ძალიან ღირსეულად ვუდგავართ გვერდში უკრაინას და თავისუფალ სამყაროს და როდესაც მოქალაქეების უამრავი ინიციატივაა, დახმარების თუ თანადგომის, ჩვენ ვართ ყველანი უკრაინის გვერდზე, ეს კაცი - ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ მას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და დღეს 19 საათზე პარლამენტის წინ ვთქვათ, რომ ის არ უნდა იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.