28 თებერვლის ღამეს, რუსეთის ჯარები კიევის თავდაცვის გარღვევას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ვითარებას უკრაინული ძალები სრულად აკონტროლებენ.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. ოკუპანტების ტექნიკის კოლონები განადგურებულია. მტრის პირადმა შემადგენლობამ უდიდესი დანაკარგი განიცადა. რუსეთის არმია დემორალიზებული და გამოფიტულია“, - განაცხადა უკრაინის შეირაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრ სირსკიმ.
მისი განცხადებით, რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქის მისადგომებთან რამდენიმე იერიში განახორციელეს, მაგრამ მოწინააღმდეგეთა ძალებს უკრაინის არმია აკონტრლებდა და დროულ გადაწყვეტილებებს იღებდა.