„რუსეთის ხელისუფლება სანქციების ეფექტს უკვე გრძნობს, მაგრამ რუსეთის მოსახლეობა ამას იგრძნობს ხვალ დილით, - განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების მოსალოდნელი შედეგებზე საუბრისას თქვა.
„რუსეთის ხელისუფლება სანქციების ეფექტს უკვე გრძნობს, მაგრამ რუსეთის მოსახლეობა ამას იგრძნობს ხვალ დილით. ჩემი პროგნოზია, რომ რუსეთს მოუწევს საბანკო სისტემის რამდენიმე დღით დახურვა და არგახსნა ანუ ე.წ. საბანკო არდადეგების გამოცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ვიხილავთ მოსახლეობის უზარმაზარ რიგებს ბანკების წინ და ბანკომატებთან ხვალიდანვე, რადგან ისინი ეცდებიან დანაზოგების გადახურდავებას და ამ გზით გადარჩენას, ხოლო ეროვნულ ბანკს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს სავალუტო რეზერვები, რომელიც გაყინულია“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ.