გერმანია ხვალიდან უკრაინაში იარაღის მიწოდებას იწყებს, - ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩი ანკა ფელდუზენი იტყობინება. მისი თქმით, უკრაინა მიიღებს ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და Stinger-ის საზენიტო რაკეტებს.
„ვფიქრობ, ხვალ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და „სტინგერებს“ მივაწვდით. ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ პოლიტიკა რუსეთის მიმართ. და ეს არ არის გერმანიის პოლიტიკის ცვლილებების დასასრული“, – აღნიშნა ანკა ფელდუზენმა.
შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ეწინააღმდგებოდა უკრაინაში შეიარაღების გაგზავნას, Stinger-ის 500 საზენიტო რაკეტისა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.
ასევე გერმანია ნიდერლანდებს დათანხმდა უკრაინაში გაგზავნოს 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი.