გერმანიის მთავრობა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ეწინააღმდგებოდა უკრაინაში იარაღის გაგზავნას, უკრაიანის შეიარაღებულ ძალებს 1000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და 500 საზენიტო-სარაკეტი სისტემა Stinger-ს გადასცემს.
ბერლინში აღნიშნავენ, რომ შეიარაღება უკრაინაში უმოკლეს პერიოდში ჩავა.
"უკრაინაში რუსეთის შეჭრა საფრთხეს უქმნის ჩვენს წესრიგს. ამ სიტუაციაში ჩვენი მოვალეობაა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას ვლადიმირ პუტინის არმიისგან თავი. გერმანია მხარს უჭერს უკრაინას", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ასევე გერმანია ნიდერლანდებს დათანხმდა უკრაინაში გაგზავნოს 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი.