საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა გერმანიის პრეზიდენტთან შტაიენმაიერთან. ხაზი გავუსვი სრულიად ევროკავშირის ერთობის და გერმანიის მიერ რუსული აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის ისტორიულ მნიშვნელობას. საქართველოსადმი ევროპული მხარდაჭერის ზრდა ისე დროულია, როგორც არასდროს", - წერს პრეზიდენტი.