უკრაინა რუსეთის ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს მოითხოვს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი twitter-ზე წერს.
დმიტრო კულება აღნიშნავს, რომ ახლა მათი შეძენა უკრაინელი მამაკაცების, ქალების და ბავშვების მკვლელობაში თანხის გადახდას ნიშნავს.
"ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ რუსეთის ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს. მათი ახლა შეძენა ნიშნავს უკრაინელი მამაკაცების, ქალების და ბავშვების მკვლელობაში გადახდას. მივესალმები რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს პირველ გადამწყვეტ ნაბიჯებს ამ კუთხით და მოვუწოდებ სხვებს განაგრძონ ასე მტკიცედ და დაუყოვნებლად”, - წერს დმიტრო კულება.