ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული ძალების მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება მოლაპარაკების გამოცხადების შემდეგ გაიცა, რაც ჩვენზე ზეწოლას ისახავს მიზნად, მაგრამ ეს არ იმუშავებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კულებას თქმით, უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ მოუსმინოს რუსეთს და გამოხატოს თავისი პოზიცია. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კიევი მზად არის, ისაუბროს ომი შეჩერების გზებზე და ქვეყნის დეოკუპაციაზე.
„ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას და არც ვაჭრობას. თუ პრეზიდენტ პუტინის ბრძანება მისი ატომური იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ არის პირდაპირი საფრთხე ამ ბირთვული იარაღის გამოყენების უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ მაქვს ძალიან მარტივი გზავნილი: ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის, მაგრამ ვერ გაგვტეხს“, – განაცხადა კულებამ.
ვლადიმირ პუტინმა დღეს პუტინმა ბირთვული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა.