„მინდა, ასევე რამდენიმე სიტყვა ვუთხრა იმ რამდენიმე ევროპული ქვეყნის მთავრობას, რომლებიც ახლა ცდილობენ სანქციების პაკეტის შემსუბუქებას, მათ შორის „სვიფტიდან“ რუსეთის ამოღებაზე წინააღმდეგობას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანა ცდილობს, დატოვოს ხვრელები არაერთი ბანკის გამორიცხვით, რომ შეძლონ ზოგიერთი ზომის გატარება მარცხენა ხელით და რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელება მარჯვენა ხელით.
„მინდა, ასევე რამდენიმე სიტყვა ვუთხრა იმ რამდენიმე ევროპული ქვეყნის მთავრობას, რომლებიც ახლა ცდილობენ სანქციების პაკეტის შემსუბუქებას, მათ შორის „სვიფტიდან“ რუსეთის ამოღებაზე წინააღმდეგობას. ახლა არ ვიქნები დიპლომატიური. ზოგიერთ ქვეყანა ცდილობს, დატოვოს ხვრელები არაერთი ბანკის გამორიცხვით, რომ შეძლონ ზოგიერთი ზომის გატარება მარცხენა ხელით და რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელება მარჯვენა ხელით. შეწყვიტეთ ეს ახლა. შეწყვიტეთ უკრაინელი მამაკაცების, ქალების და ბავშვების სისხლით ვაჭრობა. ეს არ არის მეტაფორა, ეს რეალობაა, რასაც თქვენ აკეთებთ. ისტორია განგსჯით და თქვენი სახელები ისტორიაში შევა, როგორც კაცობრიობის მოღალატეების სახელები, რომლებმაც ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა ევროპაში აგრესორს გადამწყვეტ დროს“, - განაცხადა კულებამ.