რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვდებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
ამ განცხადებას წინ უსწრებდა სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკას შორის.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, მდინარე პრიპიატთან შეხვდებიან.
"ლუკაშენკამ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება", - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოსალაპარაკებლად ბელარუსის ქალაქ გომელში უკრაინული დელეგაცია არ ჩავიდოდა.