მთელი მსოფლიოს მასშტაბით გრძელდება მრავალათასიანი დემონსტრაციები უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის საწინააღმდეგოდ.
დღეს, ბერლინში იმართება ფართომასშტაბიანი აქცია უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოსაცხადებლად. ბერლინის პოლიციის თანახმად, აქციას 100 000-ზე მეტი ადამიანი ესწრება.
დემონსტრანტებს ხელთ უპყრიათ უკრაინის დროშები და ომის სასწრაფოდ შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან.
გასულ დღეებში საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა თბილისში, ლონდონში, ბერლინში, მიუნხენში, ფრანკფურტში, ვენაში, ჰელსინკიში, გლაზგოში, ტალინში, ბრისტოლში, მილანში, ბუდაპეშტში, ანკარაში, კვიპროსში, ათენსა და ტოკიოში.