ხარკოვი უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა, - აცხადებს BBC-ის ცნობით, რეგიონის გუბერნატორი ოლეჰ სინეჰუბოვი.
გუბერნატორის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა აღადგინეს კონტროლი უკრაინის ერთ-ერთ მთავარ ქალაქ ხარკოვზე.
Telegram-ის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში ოლეჰ სინეჰუბოვმა თქვა: "ხარკოვზე კონტროლი მთლიანად ჩვენია!"
შეიარაღებული ძალები, პოლიცია და თავდაცვის ძალები მუშაობენ და ქალაქ მთლიანად წმენდენ ოკუპანტებისგან.
"რუსი მტერი სრულიად დემორალიზებულია. უშუალოდ ხარკოვში, შუა გზაზე მიატოვეს ტექნიკა, უკრაინის არმიას ნებდებიან 5-10-კაციანი ჯგუფები. როგორც კი დაინახავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ წარმომადგენელსაც კი - ნებდებიან. რუსი აგრესორების შეტევა გრძელდება ლიპეცკის, ვოლჩანსკისა და ბელგოროდის მიმართულებით. ვაფიქსირებთ რუსული ტექნიკის ცალკეულ კოლონებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები თავის პოზიციებზე აწარმოებენ აქტიურ ბრძოლებს", - წერს სინეჰუბოვი.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვში შესვლა გვიან ღამით დაიწყეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, უკრაინელ და რუს ჯარისკაცებს შორის ქალაქის ქუჩებში მიმდინარე ბრძოლები.
BBC-ის ცნობით, გუბერნატორის სიტყვების გადამოწმება ამ დროისთვის რთულია, მაგრამ ადგილზე მყოფმა სამოქალაქო პირებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ხარკოვი უკრაინის კონტროლის ქვეშ იმყოფება და ქუჩებში ბრძოლები იკლებს.