ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ რუსული თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე დახურა, ახლა კი საზღვაო პორტების დახურვასაც განიხილავს. ამის შესახებ უკრაინული მედია "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკზე დაყრდნობით წერს.
"ევროკავშირის წარმომადგენელმა მაცნობა, რომ ევროკავშირის ქვეყნების სამმა მეოთხედმა რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დახურა. ის ასევე ირწმუნება, რომ განიხილება რუსული ხომალდებისთვის ევროკავშირის პორტების დახურვაც", - წერს ჯოზვიაკი Twitter-ზე.
რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ განაცხადეს გერმანიამ, ირლანდიამ, ჩეხეთმა სლოვენიამ. ფინეთმა ესტონეთმა ლატვიამ და ლიეტუვამ. ასევეე ბრიტანეთმა.